“ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია, ერთხმად ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით, ამიტომ არ შემიძლია არ გკითხოთ – სად დგახართ? და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლემაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედს გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები: მოსმენების კანონები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და შემდეგ ახალად შექმნის, მოსამრთლეების გამწესების წესშიუ ცვლილებების შეტანის და უცხოელი აგენტების კანონი – ეს ყველაფერი არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული”,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.