საქართველო ევროკავშირზე წევრობაზე განაცხადს დღეს შეიტანს

საქართველოს მთავრობამ გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მოსახლეობას აცნობა, რომ დღეს უკვე ქართული მხარე ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ,რომ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები 7 დღეა საპროტესტო აქციებს ატარებენ უკრაინის მხარდასაჭერს და ამასთანავე მათი მოთხოვნა იყო საქართველოს განაცხადი შეეტანა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მთავრობამ კი ხალხის პროტესტის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ განაცხადი ოფიციალურად შეეტანათ.

შეგახსენებთ,რომ უკრაინამ განაცხადი უკვე შეიტანა და ნახევარი ნაბიჯით ევროკავშირის წევრი გახდა. ევროკავშირის წევრობა უდიდეს წარმატებას, წინსვლას და კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს. წევრობის განაცხადის გასაგზავნად ოპოზიციის მხარდაჭერაცაა საჭირო და სრული ოპოზიციური სპექტრი მზადაა კოორდინირებულად ჩაერთოს მუშაობაში და მხარი დაუჭიროს განაცხადის გაგზავნას.