საქართველო სანქციებს არ შეუერთდება

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური სანქციების ბუმი დაატყდა თავს გუშინ,მაგრამ საქართველოს ხელისუფალი არ უერთდება ამ სანქციებს. ეკონომიკის ექსპერტები

ეს გვეჩვენება თუ რა ხდება?! შეიძლება მე ვერ ვხვდები რაიმე ლეგიტიმურ მიზანს ან ინტერესს…

საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ რუსულ ბანკს ვითიბის სანქციების გამო შექმნილი კრიზისის პირობებში ფინანსურადაც დაეხმარება.

პუტინის გაფუჭებული ტანკების დაზღვევის რისკებსაც ხომ არ აიღებდა საქართველოს ეროვნული ბანკი?!

“საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს“

გიორგი ქადაგიძის განცხადებით:

რას ნიშნავს საქართველო სანქციებს არ უერთდება?

მაგ. ქართული საბანკო სისტემა გაატარებს რუსი ოლიგარქების, სამხედროების და სხვა სანქცირებული პირების და კომპანიების თანხებს???

ვხვდებით ამ განცხადების შინაარსს?

პ.ს. კოლაბორაციონიზმი (ფრანგ. collaboration — „თანამშრომლობა“) — გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მტერთან ოკუპაციის დროს.