სერბეთი სამხედრო ოპერაციას იწყებს კოსოვოში

სასწრაფო ჩვენი დროით 23:00 საათზე სერბეთის პრეზიდნეტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კიდევ ერთხელ მიმართავს სერბეთის მოსახლეობას.

პირველადი ინფორმაციით, ის აპირებს კოსოვოს ტერიტოროაზე ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების გამოცხადებას.

კოსოვოს საპოლიციო ძალები მთელს სასაზღვრო ზოლში განლაგდნენ და დაკეტეს ბრიანკისა და იარინიეს სასაზღვრო პუნქტები.

პარალელურად, საინტერესო განცხადებას აკეთებს უკრაინულო რადას დეპუტატი, ოლექსანდრ გონჩარენკო:
“თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი ცდილობს აგრესიული ომის დაწყებას. ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელია”.

ამასთანავე, სერბეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც აცხადებს, რომ სერბეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ გადაულახავთ ადმინისტრაციული ხაზი.-World Military.