სკანდალი – ჭადრაკის ფედერაციამ პუტინისტ კანდიდატს მხარი დაუჭირა

ერთ-ერთი საჭადრაკო ინტერნეტ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მხარს უჭერს რუს კანდიდატ – არკადი დვორკოვიჩს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მედვედევის აპარატში მაღალ თანამდებობას იკავებდა!

არადა, ამ პოზიციისთვის უკრაინელი ანდრეი ბარიშპოლეციც იბრძვის!

მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად უჭერს მხარს უკრაინელ კანდიდატს, ხოლო ქართული ფედერაცია იხრება ოკუპანტთა კანდიდატის მხარეს.

აღნიშნული ფაქტის დადასტურება იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში, მათ შორის ისეთ მძიმე ფონზე, როგორიცაა უკრაინა-რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი!