ჩვენს მეზობელ სომხეთში ძალიან საინტერესო პროცესები შეიძლება დაიწყოს მარტში, რადგან სწორედ ამ თვეში ვარაუდობენ სომეხი ექსპერტები ვაჰაგნ ხაჩატურიანის პრეზიდენტობას. როგორც მოგეხსენებათ, სომხეთის პარლამენტის საერთო რაოდენობის 1/4 ის ხმა არის საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად და დასამტკიცებლად და სწორედ მარტის თვეში მოხდება ეს ყველაფერი.
საქართველოს მსგავსად სომხეთშიც პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. რაც შეეხება ხაჩატურიანს, იგი ქართველებისთვის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა.