სტოლტენბერგი: უბრალოდ გაჩერდით, დავეხმაროთ უკრაინას

უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას, ევროპარლამენტში, ევროპარლამენატრებისთვის სიტყვით მიმართვისას ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა ემოციურად ახსნა, რატომ არ უნდა დაიღალოს ევროპა და მსოფლიო უკრაინის ომით და არ უნდა შეწტყვიტოს მისი დახმარება. სტოლტენბერგის თქმით, ამ დახმარებისთვის ეს ქვეყნები გარკვულ საფასურს იხდიან, თუმცა იხდიან ეკონომიკურად, განსხვავებით უკრაინელებისგან, რომლებიც ამ საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან. 

“უკრაინას თუ არ დავეხმარებით, გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მორალის საკითხია. დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ევროპაში, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თავს ესხმის დიდი სახელმწიფო რუსეთი. თუ არ გექნება რეაქცია იმაზე, რაც მოხდა ბუჩაში და სხვა ადგილებში, ეს ანგრევს იმას, რაც არის ჩემი წარმოდგენა უკრაინის წესიერი, პატიოსანი მეზობლების და მეგობრების ქცევის შესახებ. ასე, რომ დიახ, ფასის გადახდა გვიწევს, მაგრამ უკრაინის არდახმარება და იმის დაშვება, რომ ეს სისასტიკე გაგრძელდეს, კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდას გვაიძულებს” ამბობს სტოლტენბერგი.