სტოლტენბერგსა და ზელენსკის შორის საუბარი შედგა

ნატოს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.ცხადია ეს საუბარი შეეხებოდა უკრაინის საკითხს და მისი მოგვარების გზებსა და ხერხებს. სატელეფონო საუბრის შემდეგ ნატოს გენ. მდივანმა “ტვიტერზე” დაწერა განცხადება ამ საუბართან დაკავშირებით:

“პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ ვესაუბრე. ნატო გააგრძელებს ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. რუსეთს დეესკალაციისკენ და მშვიდობიანი გადაწყვეტის გამოსაძებნად დიალოგის გზისკენ მოვუწოდებთ.”