სუნაკმა უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ ინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. უკრაინული მედიების ცნობით, ამ თემაზე მან ოთხშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

“ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. და არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში”, – ციტირებს სუნაკს “უკრაინსკა პრავდა”.

მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინის გზა ნატოში გაწევრიანებისკენ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კიდევ უფრო მეტი აღჭურვილობით, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყველა ძალების თავსებადობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, საჭიროა უკრაინელი მფრინავების მომზადება ნატოს ტაქტიკით.