ტაივანში ვითარება იძაბება, ერთვება აშშ – ც

მას შემდეგ, რაც შშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა ტაივანში ვიზიტი დაანონსა, რასაც მოჰყვა ოფიციალური ჩინეთის მკვეთრი რეაქცია და თავდაცვის სამინისტროს მუქარა, რომ ჩინეთი ყველა გზით ეცდება არ დაუშვას ტაივანში პელოსის ვიზიტი, მეტიც გამოიყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ბერკეტებს, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება ერთი ჩინეთის პოლიტიკას და პირდაპირი მხარდაჭერაა ტაივანის აღიარების გზაზე, სწორედ ამიტომ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიმუქრა.

ჩინეთის პოზიციას ფრთხილი პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა აშშ-ში, მეტიც ჯო ბაიდენის თქმით ამ ეტაპზე, ტაივანზე პელოსის ვიზიტი არ იქნება მიზანშეწონილი, თუმცა ვიზიტი ჯერჯერობით არ გაუქმებულა.

აშშ-ის პოლიტიკური წრეების ფრთხილი პოლიტიკური განცხადებებისგან განსხვავებით, პელოსის შესაძლო ვიზიტის და ჩინეთის სამხედრო მუქარის ფონზე, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა პენტაგონი, კერძოდ აშშ-ის მე-7 ფლოტის , წყნარი ოკეანის მე-5 საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ნიმტცის კლასის ატომურ ძრავიანი ავიამზიდ USS Ronald Reagan-ის ხელმძღვანელობით, ორშაბათს სინგაპურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ დაიძრა, მათი მიზანია ტაივანის სრუტეში შესვლა და შესაძლო რისკების დაზღვევა, რომელიც გამოწვეულია ჩინეთის უმკაცრესი მუქარით.

პენტაგონის მოქმედებების პარალელურად, აქტიურ სამზადისშია ჩინეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პელოსის შესაძლო ვიზიტს ტაივანზე და ამიტომ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტაივანის მიმართულებით, კერძოდ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი ყოვლისმომცველი სამხედრო წვრთნები, რომელშიც ჩართულია ჩინეთის შეიარაღებული ძალების ყველა გვარობა, მათ შორის სარაკეტო და კოსმოსური ძალები. – World Military