ტაივანში ვითარება იძაბება

უმსხვილესი ჩინური ინგლისურენოვანი სახელმწიფო მედია სააგენტოს GlobalTimes-ის მთავარი რედაქტორის ჰუ სიჯინის განცხადებით, ჩინეთმა უკვე ჩამოაყალიბა ტაივანზე პელოსის ვიზიტის შემთხვევაში ასამოქმედებელი კონტრზომების სერია, მათ შორის სამხედრო მოქმედებების გეგმები.

პარალელურად, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას სახელმწიფო, თუ კი ჩინეთი გადაწყვეტს თავდასხმას პელოსის ვიზიტიდან გამომდინარე.

ამავდროულად, თეთრი სახლის ბოლო განცხადებიდან ვიგებთ, რომ განსხვავებით წინა განცხადებიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ ვერ ამჩნევს ჩინეთის ტაივანზე შეჭრის შესაძლო რისკებს, ამ ეტაპზე აშშ თვლის, რომ მოსალოდნელია ჩინეთის მიერ სამხედრო სახის პროვიკაციები, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე( შესაძლოა შეიცვალოს) ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია დაეშვება ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში. სპიკერის თვითმფრინავს ტაივანის საჰაერო სივრცეში, ტაივანის საჰაერო ძალებთან ერთად დააზღვევს ამერიკული F-16-ებისა და F-15-ების ორი არასრული ესკადრილია, ხოლო უშუალოდ ვიზიტის უსაფრთხოებისათვის პენტაგონმა 100-მდე სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი გამოყო, რომელთაც ევალებათ ტაივანზე ვიზიტისას ამერიკული დელეგაციის კონტროლი და მათი უსაფრთხოების დაცვა. – World Military.