ტვ – იმედის გავრცელებულ კვლევებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

13 ივნისს, სატელევიზიო კომპანია – იმედმა, გაუშვა კვლევის შედეგები, რომლებიც კომპანია – GORBI -ს დაუკვეთა.

ძირითადი შეკითხვა შეეხებოდა მეორე ფრონტის გახნის შესაძლებლობებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტვ იმედის გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სურს ომის დაწყება რუსეთთან, ამასთანავე, ამ კვლევაში რუსეთისა და ამერიკის სურვილები ომში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით თანაბარი პროცენტული მაჩვენებლი დაფიქსირდა.