ტრასი: პრემიერობის შემთხვევაში უკრაინას მეტად დავეხმარები

როგორც მოგეხსენებათ, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერის პოსტი ვაკანტურია, მის პოზიციაზე მოიაზრებენ საგარე საქმეთა მინისტრს – ლიზ ტრანს და თავდაცვის მინისტრს – ბენ უოლასს, ორივე შემთხვევაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერად მისი არჩევის შემთხვევაში, ბრიტანეთი გაზრდის უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას.

მისივე თქმით, ომი მალე არ დასრულდება და პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რუსეთის მიმართ შესაძლებელია რაიმე კომპრომისი.