ირანში მყოფმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დამკვირებლებმა, ნატანცის ბირთვულ ქარხანაში 84%-ით გამდიდრებული ურანის კონცენტრაცია დააფიქსირეს,
ამ ეტაპზე, სააგენტოს ექსპერტები სწავლობენ თუ საიდან მოახერხა ირანმა 84%-ით გამდიდრებული ურანის კონცენტრაციის მიღება, მაშინ როდესაც, ბოლო დაკვირვებით ირანის ურანის გამდიდრების პროგრამა მაქსიმუმ 60%-ით ახერხებდა ურანის გამდიდრებას,
ცნობისთვის, ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭიროა 90%-ით გამდიდრბული ურანი, შესაბამისად, როგორც ჩანს, ირანს ძალიან ცოტა უკლია ურანის ბირთვული შეიარაღებისთვის საკმარის დონემდე გასამდიდრებლად.