უზბეკეთში ვითარება იძაბება

უზბეკეთის ავტონომიური ოლქი, ყარაყალპახეთის რესპუბლიკაში ქალაქ ნუკუსში , პარასკევს, 1 ივლისს, მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა რომელიც სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა,ყველაფერი კი დაიწყო უზბეკეთის პრეზიდენტის შავკათ მირზოევის ინიციატივის წინააღმდეგ , სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რამაც უნდა შეცვალოს ყარაყალპახეთის სტატუსი.(ავტონომიის გაუქმება).

საკონსტიტუციო რეფორმა, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს ყარაყალპაკის რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან სიტყვის „სუვერენული“ ამოღებას, ასევე რეფერენდუმის გზით ყარაყალპახეთის უზბეკეთიდან გამოყოფის უფლების ხსენებას.

ყარაყალპახეთის რესპუბლიკა არის უზბეკეთის უდიდესი რეგიონი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს, მაგრამ მისი მოსახლეობა ოდნავ აღემატება უზბეკეთის მთლიანი მოსახლეობის 5%-ს. რესპუბლიკაში ორი ოფიციალური ენაა აღიარებული: ყარაყალპაკური და უზბეკური. 1990 წელს ყარაყალპაკის ასსრ -ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია. მაგრამ 1993 წელს ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ყარაყალპახეთის უზბეკეთში შესვლის შესახებ – ინფორმაციას ავრცელებს, სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.