უკრაინამ ხერსონისთვის გეგმა შეიმუშავა

როგორც მოგეხსენებათ, ხერსონი არის ოლქი, რომლის განთავისუფლებას უკრაინა 2 კვირაზე მეტი ხანია ცდილობს.

პირველადი ვერსიით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ქ.ნოვა კახოვკაში უკრაინული M142 Himars-ების GMLRS M31A1-ის რაკეტებით დარტყმა განხორციელდა რუსული მძიმე არტილერიის BM-30 SMERCH-ების სარაკეტო საწყობებზე.

დადასტურებით 200 ერთეული 300მმ-იანი რაკეტა იყო განთავსებული, ამავდროულად საწყობის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაგროვდა 50-მდე საწვავის სატვირთო მანქანა და ზუსტად ამ დროს უკრაინელმა არტილერისტებმა განახორციელეს უზუსტესი დარტყმა საწყობებზე.