უკრაინაში რუსეთი მარცხდება

 მოვლენები უკრაინაში ელვის სისწრაფით იცვლება და არავინ იცის, როდის ან როგორ დასრულდება ეს ომი,თუმცა ერთი ფაქტი ცალსახაა, რუსეთმა საკუთარი გეგმა, რაც მას უკრაინაში შესვლით ჰქონდა განზრახული ვერ შეასრულა და მეტსაც გეტყვით, უკან გამობრუნებულს ვნახავთ ოკუპანტებს, რომლებსაც არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე. როგორც მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რუსეთი შევიდა უკრაინაში, რათა ამ ქვეყანას დაეხმაროს და ის პრობლემები მოუგვაროს, რაც მათ გააჩნიათ. ცხადია ეს ყველაფერი სასაცილოა და რეალური განზრახვა ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან კარგად იცის.

ზუსტად იმავე ფეიკ ნიუსებზე დაყრდნობით და მისი გავრცელებით რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოში, თითქოს მათ აფხაზების და ცხინვალში მცხოვრებლების ბედი ადარდებდათ. ეს არის მათი სტრატეგია, რომლითაც ისინი დიდი ხანია თავს ესხმიან მეზობელ სახელმწიფოებს. მსგავსი რამ მოხდა 2014 წელს ყირიმში. ევროპასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, თავდაპირველად,როგორც 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ პერიოდში,რადგან მათმა რბილმა პოლიტიკამ დიდი გავლენა იქონია რუსეთის ამხელა მასშტაბებით და ამხელა ამბიციებით ჩარმოჩინებაზე. საბედნიეროდ,თუ სამწუხაროდ ევროპა და ცივილიზებული სამყარო მიხვდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების და ენის მოჩლექვით საუბარი არის უბრალოდ წყლის ნაყვა, საჭიროა ქმედითი და სწრაფი მოქმედებები. ევროპამ ამ ვითარებაში არ დააგვიანა და დაიწყო მოქმედებები და თავდაპირველად თავშეკავებული პოზიციის შემდეგ მათ უშუალოდ დაიწყეს უკრაინის მხარდაჭერა და რაც მთავარია აღიქვეს ეს ომი, როგორც დასავლეთის ომი ბნელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ ფაქტიდან გამომდინარე მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმა: პოლონეთმა,ლიტვამ,ლიეტუვამ,ბრიტანეთმა გაგზავნეს როგორც სამხედრო აღჭურვილობები და ტექნიკა, ასევე ფინანასური დახმარებების მთელი პაკეტი. აღნიშვნის ღირსია,რომ შვედეთი და ფინეთი, ეს ორი სახელმწიფო, შვეიცარიასთან ერთად თითქმის სულ ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ, მაგრამ ახლა ისინიც დაფიქრდნენ მათ სამომავლო პერსპექტივაზე და გადაწყვიტეს უკრაინას დამხარებოდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გერმანია და მისი ახალი კანცლერი – ოლაფ შოლცი,რომელმაც ისტორიული გამოსვლა შემოგვთავაზა და ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ისაუბრა სამხედრო ბაზების განახლებასა და დაფინანასების გაზრდასთან დაკავშირებით თავის ქვეყანაში. ევროპამ გაიღვიძა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ცოტა დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ რაც მთავარია დაიძრა ეს პროცესი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ უკრაინამ ითამაშა უდიდესი როლი ევროპის გამოღვიძების და შეკვრის პროცესში და სწორედ მათი დამსახურებით ევროპა მოწოდების სიმაღლეზე დგას და მიიღო ისეთი კონსოლიდირებული სახე,როგორიც არ ჰქონია დიდი ხნის განმავლობაში.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შესაძლოა ძალიან მალე დასრულდეს,რადგან თუ ამერიკელებს დავუჯერებთ მათი ცნობით რუსეთის ფედერაციამ იქ მობილიზებული სამხედრო ძალების 90% უკვე გამოიყვანა და დარჩა 10%,რომელსაც უკრაინამ უნდა გაუძლოს და გაუძლებს კიდევაც. მთავარია შემდეგ ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ყველა მხრიდან უკრაინა დარჩეს გამარჯვებული. ეს ქართველებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სწორედ ჩვენი გამარჯვების ხაზი გადის უკრაინაში და უკრაინელ ხალხზე. თუ რუსეთის “იმპერია” დამარცხდება უკრაინაში,იგი ავტომატურად მარცხდება საქართველოში და მისი ნგრევის პროცესი უფრო და უფრო დაჩქარდება. რუსეთი ინგრევა და ამ ნგრევას შიგნიდან ადგილობრივი მოსახლეობაც დააჩქარებს…