უკრაინა ამერიკისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

Sky News წერს, რომ ამერიკა უკრაინისთვის ახალ, 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს რამდენიმე განცხადებას, რომლებიც მიზნად ისახავს ურყევი მხარდაჭერის გამოვლენას უკრაინისადმი – მომავალ კვირას ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს განცხადებები მოიცავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და პოტენციურად 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტს. მოსალოდნელი არაა, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში F-16 მოიერიშე თვითმფრინავები შევიდეს, რომლებიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა.

10 მილიარდი დოლარის დახმარება იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება უკრაინის მთავრობისთვის, დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.