უკრაინა დაუმარცხებელია

გუშინ სოციალურ სამყაროში კერძოდ, “ტვიტერზე” გავრცელდა ფოტო-სურათი, რომელიც პირდაპირ ასახავს უკრაინელი ხალხის ყოფას ომის დაწყებიდან – დღემდე. იმ დაუშრეტელ სულისკვეთების და თავისუფლების ჟინს.

ამ ფოტოზე, უკრაინული ლიტერატურის პროფესორი მიხაილო სპოდარეა, რომელიც ატარებს ონლაინ გაკვეთილს ხარკოვში, მისი სახლის სარდაფიდან, რომელიც დროებით თავშესაფარად გამოიყენება.

სპოდარე ერთადერთი პროფესორი არ არის, ვინც ამ ვითარებაშიც არ ივიწყებს პროფესიას და ასრულებს პროფესიულ საქმიანობას.