უკრაინა იბრძვის და გაიმარჯვებს

მეოთხე დღე დაიწყო სამხედრო მოქმედებებისა, რომელიც უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს,კერძოდ: კიევის მისადგომებთან, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ობოლონში. ცხადია დანაკარგი ორივე მხარეს აქვს, თუმცა უკრაინული არმია და ხალხი არის მოწოდების სიმაღლეზე. ყველაფრის მიუხედავად ისინი იბრძვიან და იცავენ საკუთარ სამშობლოს, აი ეს არის მათი მთავარი მოტივაციის წყარო და ეს აუცილებლად მიიყვანს მათ იმ შედეგამდე,რომ ოკუპანტებს გააგდებს საკუთარი ქვეყნიდა.

განსაკუთრებით ბოლო დღეებში დასავლური სამყარო აქტიურად იყენებს მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს პუტინის წინააღმდეგ და სწორედ გუშინ SWIFT- დან ჩაიხსნა რუსეთი.პლუს პოლონეთი და ლატვია სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას აგზავნის უკრაინაში. განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ევროპული ჯაველინი და თურქული ბაირაქტარები განსაკუთრებით მაგრად მუშაობს.ამას ემატება ის გარემოება, რომ მთლიანად დასავლურმა სამყარომ რუსეთი ჩაკეტა და იზოლაცია მოახდინა.

რუსეთს ხელშესახები და თვალსაჩინო წინსვლა ამ დღეების და რესურსების გამოყენების შედეგად არ აქვს, ეს ცალსახად უკრაინელების თავგანწირვის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ კიევს ოთხი მიმართულებით უტევდნენ რუსები, ვერ მოიპოვეს პლაცდარმი იმისთვის, რომ გაიმაგრონ პოზიციები და უფრო აქტიურად შეუტიონ. ევროპელების შეპირებული დახმარებების პაკეტი უახლოეს საათებში ადგილზე იქნება და ჩაერთვება საქმეში. უკრაინა იბრძვის და გაიმარჯვებს.