🔴
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საღამოს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს დნესტრიპირეთში შეჭრას და ამისთვის, საზღვარზე უკვე მოგროვდა დაახლოებით 20-30 000 უკრაინული სამხედრო დაჯგუფება.
აღნიშნულმა ინფორმაციამ, ქაოსი გამოიწვია მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში და თუ კი, ადგილობრივ წყაროებს დავუჯრერებთ მოსახლოებამ დაიწყო მოლდოვას ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცევა, რის გამოც გზებზე შეიქმნა საცობები.
სეპარატისტული სამხედრო ძალების მეთაურობა აცხადებს, რომ საზღვარზე შეინიშნება მსხვილი უკრაინული ძალების თავმოყრა.
პარალელურად, როგორც ირკვევა, დღეს ზელენსკიმ უკრაინის გენშტაბთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გამართა საგანგებო შეხვედრა, სადაც განიხილა მოლდოვაში არსებული სიტუაცია.
შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული “მეგობარი ქვეყნის დახმარების გადაწყვეტილება”. – ინფორმაციას ავრცელებს World Military