უკრაინა პოზიციებს იმაგრებს და წინ მიიწევს

უკვე მივეჩვიეთ იმ მოცემულობას, სადაც უკრაინული მხარე გადავიდა კონტრ-შეტევაზე, ეს პროცესები მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს და რაოდენ წარმატებულია რუკაზეც თავად ხედავთ.

თავდაპირველად აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუკაზე ყვითლად აღნიშნული ტერიტორია იყო რუსული სამხედრო პირების მიერ კონტროლირებადი და კონტრ-შეტევებიდან გამომდინარე ეს ტერიტორია დაბრუნებულ იქნა.

ხარკოვის განთავისუფლება არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ხარკოვი ყოფილი დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქია, სხვა მხრიდან რომ ვთქვათ, ხარკოვის დაბრუნებით ფსიქოლოგიური უპირატესობა და რაც მთავარია უკრაინამ გაჭრა გზა რუსეთის საზღვრისკენ.

განახლებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, უკრაინამ სრული კონტროლი მოიპოვა ხარკოვის შემოგარენში მდებარე დიდ ქალაქებსა, თუ სოფლებში. კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ომის მიმდინარეობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის აღმოსავლეთ უკრაინა, სადაც განუწყვეტელი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობებს კონკრეტულად : მარიუპოლის და სხვა მიმართულებით.

თუ უკრაინული ჯარი ახერხებს საჭირო წინსვლას აღმოსავლეთ ფრონტზე, მაშინ რეალური ხდება მთლიანად დეოკუპაციაზე ფიქრი, რის შემდგომ ბოროტების იმპერიის დასასრული გაფორმდება.

ამ რუკაზე არ ჩანს ყირიმი, რომელიც გაწითლებულია.