უკრაინელების დიდი წარმატება

გასული 24 საათი, მეტად წარმატებული გამოდგა უკრაინული ძალებისთვის,

დავიწყოთ, ლუგანსკის ოლქით, სადაც უკვე, თითქოს ყველაფერი დასრულებული ჩანდა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით შეძლეს ლისიჩანსკის დაკარგვის შემდეგ, რუსული ძალების მიერ ბილგოროვკა-ვერხოკამინკას მიმართულებიდან სივერსკის მიმართულებით განვითარებული შეტევის მოგერიება, შემდეგ კი კონტრშეტევაზე გადასვლით, კონტროლი დაიბრუნეს, ლუგანსკის ოლქის ორივე, ბილგოროვკასა და ვერხოკამინკას დასახლებაზე.

რუსული ძალები, იზიუმიდან აქტიურ შეტევას აგრძელებენ სლავიანსკის მიმართულებით, ისინი ქალაქიდან დაახლოებით 6-7 კმ-ში არიან და ცდილობენ, სლავიანსკის ჩრდილოეთით მაზანივკასა და დოლინას დასახლებების აღებას, რაც მნიშვნელოვანი პლაცდარმი იქნება სლავიანსკიზე სახმელეთო შეტევის დასაწყებად. თავად ქალაქი, უკვე აქტიურად იბომბება რუსული ლულიანი და ზცრს არტილერიის მიერ, ამავდროულად უკრაინულ პოზიციებზე მუშაობს რუსული ავიაცია და სარაკეტო ჯარები, ქალაქის ხელმძღვანელობა მოუწოდებს მოქალაქეებს, სანამ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ქალაქის უსაფრთხოდ დატოვება, გავიდნენ ქალაქიდან.

რუსული შეტევა გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც, როგორც უშუალოდ ქალაქის დასაკავებლად, აგრეთვე ბახმუტიდან ლუგანსკის ოლქთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის სრული კონტროლის ასაღებად, შესაბამისად სპირნესა და ბერეცოვოს დასახლებების კონტროლში მოსაქცევად, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით შეძლეს რუსული მოიერიშე დაჯგუფების უკუგდება.

რუსები უტევენ ბახმუტის სამხრეთითაც, დონეცკის ოლქის, ვერშინა, ტრავენევე და ნიუ-ორკის დასახლებების მიამრთულებით, აქ რუსული ძალების მცირედი წინსვლა ფიქსირდება.

დონეცკის ჩრდილოეთის ზონიდან განსხვავებით, სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად, რუსული ძალები უკუგდებულ იქნა სლადკოეს დასახლებიდან და იქ კვლავ უკრაინული დროშა აღიმართა.

დონეცკის ოლქში, რუსული ძალები ომის დაწყების დღიდან დღემდე უშედეგოდ უტევენ ქ. ავდიივკას, მარინკას და პისკის.

ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტის მთელს ხაზზე, პასიური პოზიციური ბრძოლები გრძელდება, ორივე მხრიდან აქტიურად მუშაობს მძიმე არტილერია და ავიაცია.

რაც შეეხება ხერსონს, რომელიც რეალურად არის და იქნება მომავალ თვეებში, ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილი, სადაც უკრაინელთა ინიციატივა კიდევ უფრო ძალას იკრეფს
ხერსონის ფრონტის მთელს ხაზზე, უკრაინული არტილერია ამუშავებს რუსული ნაწილების თავდაცვით პოზიციებს, არტილერიასთან ერთად მუშაობს უკრაინული ავიაცია, რომლებიც აქტიურად ამუშავებენ რუსულ საველე ბაზებს, ტექნიკის დაგროვებებს და საბრძოლო მასალის საწყობებს.
დისტანციური მოქმედებების პარალელურად, ხერსონის ხაზის ჩრდილეთ, ცენტრალურ და სამხრეთ მიმართულებაზე აქტიურად მოქმედებს უკრიანული სპეც ჯგუფები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აქამდე დაკარგულ უკრაინულ დასახლებებზე, კვლავ უკრაინული დროშების დაბრუნება.

ხარკოვის მიმართულებით ვითარება უცვლელია, ქალაქის სიახლოვედან რუსული ძალების გაყრის შემდეგ, საზღვრის მიმდებარედ დარჩენილი რუსული პოზიციების გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება, პარალელურად კი, თავის დაზღვევის მიზნით რუსული არტილერია და ავიაცია უკრაინული დასახლებების მიმართულებით აქტიურ ცეცხლს აწარმოებს, სადაც გადის უკრაინელთა თავდაცვითი ხაზები, რითაც ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ, უკრაინული შეტევის შესაძლებლობა – წერს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი – world military.