უკრაინელების ზუსტი პასუხი რუსებს

უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქლაქო ინფრასტრუქტურაზე, წუხელ მოყვა მძლავრი პასუხი უკრაინული მხრიდან.

კერძოდ, გვიან ღამით და გამთენიისას, უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10-12 Tochka-u-ს ტიპის ბალისტიკური რაკაეტა გაუშვეს ბელგოროდის მიმართულებით, ძირითადად სამხედრო ინფრასტრუქტურისა და საცავების გასანადგურებლად.

რაკეტების ნაწილი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, თუმცა დაახლოებით 6-7 მათგანი ბელგოროდის ტერიტორიაზე დაეცა, მათ შორის როგორც რუსული მედია აცხადებს რაკეტები მოხვდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე,(რუსულ მხარეს, პირველად ომის მსვლელობისას) არიან დაშავებულები, ამავდროულად, თუ რუსულ მედიას დავეყრდნობით და ასევე Tochka-U-ს სიზუსტეს გავითვალისწინებთ, ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე Tochka-U-ების გამოყენებით დაარტყეს კურსკში, რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის შეიარაღებული ძალების საწყობებს.- ინფორმაციას ავრცელებს სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.