უკრაინელების წარმატებული ღამე

ხარკოვის ოლქში, დროებით ოკუპირებული ურბანული ტიპის დასახლება ველიკიე ბურლუკში, უკრაინელმა დივერსანტებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის მოღალატე ხელმძღვანელი ევგენი იუნაკოვი, ავტომობილზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მოკლეს.

იუნაკოვი, ველიკიე ბურლუკის ოკუპაციისას საოკუპაციო ძალების მხარეს გადავიდა, რის შემდეგაც ის დასახლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა უკრაინელმა დივერსანტებმა მოღალატეს თავისი გზა აპოვნინეს.