უკრაინელებმა “ვაგნერების” უმრავლესობა გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ქვედანაყოფების უმეტესი ნაწილი გაანადგურეს.

“რუსები იძულებულნი არიან შეცვალონ ვაგნერელები რუსული არმიის სამხედროებით, რადგან ვაგნერის ქვედანაყოფების უმეტესობა გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა”, – თქვა მალიარმა.

მისივე თქმით, რეგულარული რუსული ჯარები დემოტივირებულია, განსხვავებით “ვაგნერელებისგან”, რომლებიც ფულს იღებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

გარდა ამისა, მალიარის თქმით, რომ ბახმუტში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია. მტერი უკრაინელ დამცველებს აჭარბებს, მაგრამ ოკუპანტების დანაკარგები გაცილებით მეტია.