უკრაინელებმა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით ინფორმაციები მოიპოვეს

უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა ყირიმის ხიდის მშენებლობის დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია მოიპოვეს.

პუტინის ახლო წრე „ყირიმის ხიდის“ „გარანტირებულ“ უსაფრთხოებას აცხადებს.

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

„თუმცა, ძნელია სერიოზულად აღვიქვათ განცხადებები სრული უსაფრთხოების შესახებ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სტრატეგიული ობიექტის ტექნიკური დოკუმენტაციის შენარჩუნებას.

კერძოდ, საუბარია ტექნიკურ დოკუმენტაციაზე „ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის მშენებლობა“. სხვა საკითხებთან ერთად, ის შეიცავს დეტალურ ინფორმაციას რელიეფის, გზის ზედაპირის, ხიდის ბურჯების, მეწყერსაშიში ნაგებობების, შესასვლელ-გასასვლელებისა და კომპლექსის მთელი ინფრასტრუქტურის შესახებ“, – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ინფორმაცია გაავრცელა სამხედრო – ანალიტიკურმა ცენტრმა “World Military” – მ.