უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარისგან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდამდე ითხოვეს, თუმცა რუსულმა მხარემ, ამისი გარანტია მათ არ მისცა.

ამასთანავე, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობაც დაასახელეს, რომელთა შორის არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რომელიც განმტკიცებული იქნება უკრაინის კონსტიტუციით, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.

უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში და უკრაინის დენაციფიკაცია.