უკრაინის ევროკავშირში წევრობის მხარდასაჭერად დუდა ტურნეს იწყებს

ანჯეი დუდა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი უკრაინისა და სწორედ პრეზიდენტი დუდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ამ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანჯეი დუდა ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრს ანტონიო კოსტას, რის შემდეგაც იტალიაში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება.

ბოლოს კი დუდა ბუქარესტს ეწვევა და სამიტს დაესწრება.