გუშინ გერმანიის ახალმა კანცლერმა – ოლაფ შოლცმა, საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა უკრაინაში მოსალოდნელ კონფლიქტის ესკალაციაზე, ამიტომაც ღიად დააფიქსირა რომ გერმანია უკრაინის ერთგული მეგობარი არის და იქნება, ასევე მზადყოფნა გამოთქვა უკრაინას დაეხმაროს, თუ მათ ეს დასჭირდებათ და ვიზიტიც დაანონსა უკრაინაში.
ამ ინფორმაციის პარალელურად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა ,რომ კანადის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინას ნახევარი-მილიარდი დოლარით დაეხმარება და სამომავლოდაც დაჰპირდა უკრაინელებს ფინანსურ დახმარებას.