უკრაინული დაზვერვის, სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების და დასავლური წყაროების ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთი ემზადება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ფართო მასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებისთვის, რასაც თან დაერთვება რუსული ტაქტიკური ავიაციის გააქტიურება აღმოსავლეთ უკრაინაში და დონბასის ფრონტზე მძლავრი შეტევითი ბიძგები, ასევე მოსალოდნელია ცრუ შეტევები ხარკოვისა და სუმის რეგიონების მიმართულებით, რასაც აგრეთვე ამყარებს, ბოლო დღეებში სუმის და ხარკოვის საზღვრებთან რუსული ძალების მსხვილი კონცენტრაციები და სასაზღვრო ზონებში მომატებული საარტილერიო დარტყმები, აგრეთვე საზღვრებთან ახლოს მდებარე აეროდრომებზე ავიაციის მსხვილი რაოდენობის თავმოყრა,
მეტიც, რამდენიმე წუთის წინ, რუსეთი კვლავ დაუბრუნდა “ბინძური ბომბის” ნარატივს, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ემზადება ფართო მასშტაბიანი პროვოკაციისთვის, რომელიც განხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე განთასვებულ მაღალი ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხის მქონე ობიექტებზე, რომელიც შემდეგომ დაბრალდება რუსეთის ფედერაციას,
სავარაუდოდ, 23-ში დაგეგმილი პუტინის მიმართვის მთავარი ხაზი, სწორედ უკრაინიდან მომავალი ბირთვული საფრთხეები იქნება, რითაც საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ “დააბოლებს”, რასაც მოჰყვება 24 თებერვალს, რუსეთის პარლამენტში პუტინის ვიზიტის ფონზე გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელიც, როგორც პუტინის სპიკერმა დაგვიანოსნა ძირითადად შეეხება “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”.
ისიც უნდა ითქვას, რომ თუ კი, რუსეთი რეალურად აპირებს შეტევის ტემპების და მასიურობის კიდევ უფრი მეტად გაზრდას, მაშინ კლიმატური პირობების გათვალისწინენბით, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი სწორედ ახლა, მაქსიმუმ მარტის შუა რიცხვებამდე აქვთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოსავლეთ და ჩრდ.აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები ძალზედ გამოუსადგეარი გახდება ფართო მასშტაბიანი სახმელეთო კომბინირებული შეტევითი მოქმედებებისთვის – ინფორმაციას ავრცელებს World Military’