უოლასი: უკრაინას თანამედროვე ტექნიკას გადავცემთ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – ბენ უოლასმა განაცხადა, რომ უკრაინაში თანამედროვე ტიპის ტექნიკას გაგზავნიან.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და იკისრა წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ“, – განაცხადა ბენ უოლესმა.