უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

ბელორუსი მესაზღვრე უკრაინისკენ გაემართა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად – უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერი.

ვოლინის სასაზღვრო რაზმმა დააკავა მამაკაცი საბუთების გარეშე, რომელმაც განაცხადა, რომ ბრესტის სასაზღვრო ჯგუფში მსახურობდა. ის თანამოაზრეებთან ერთად გაეშურა უკრაინისკენ, მაგრამ საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ისინი აღმოაჩინეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაედევნენ თავისიანები, ასე რომ მხოლოდ მან შეძლო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის შემოწმება, რის შემდეგაც განისაზღვრება რა ბედი ეწევა მას.

ინფორმაციას ავრცელებს World Military.

ფოტო: უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური