“უძლეველი იმპერია” ინგრევა?!

დაახლოებით 10-15, დღეა, რაც უკრაინაში M142 Himars-ის და M270-ის ტიპის მულტიკალიბრული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩავიდა და დაიწყო მუშაობა ფრონტის ხაზის სიღრმეში, უფრო ზუსტად კი, გამომდინარე გადაცემული საბრძოლო მასალის შესაძლებლობიდან, რომელიც M31/A1-ის ტიპის GPS/INS დამიზნების მქონე GMLRS რაკეტები გახლავთ, რომელთა მოქმედების მანძილი 70-84 კმ -ია, უკრაინელებმა შეძლეს და აქტიური ფრონტის ყველა მიმართულებაზე, უზუსტესად გაანადგურეს რუსეთის მოიერიშე ძალების საბრძოლო მასალის საწყობები,ტექნიკის დაგროვების ადგილები, საველე და მუდმივმოქმედი ბაზები, სადაც განთასვებული იყო სამეთაურო-საშტაბო ცენტრები ა.შ.

რის გამოც, რუსეთის არმიის მომარაგებაში მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდა, მარტივად, რომ წარმოიდგინოთ, ფრონტის ხაზზე არსებული დიდი რაოდენობით რუსული მძიმე ტექნიკისთვის და პირადი პერსონალისთვის, შემცირდა საბრძოლო მასალები, საპოხი და საწვავი მასალები, საკვები, ამავდროულად საშტაბო ცენტრების დაბომბვის გამო, დაირღვა მართვის რგოლი, რამაც გავლენა იქონია ომის წარმოებასთან.

შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დადგა აუცილებლობა გამოცხადებულიყო ოპერატიული პაუზა, რადგან, მოხდეს ახალი მომარაგების ხაზების შექმნა, რაც ნიშნავს, იმას, რომ საჭირო საბრძოლო, საპოხი და საწვავი, ინდ.ეკიპირების თუ სხვა ტიპის მასალების საწყობები, ამავდროულად ახალი საშტაბო-სამეთაურო საველე თუ მუდმივი ბაზები შეიქმმება ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო მეტად სიღრმეში, მინიმუმ 84კმ+,

ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო სოღრმეში გადასვლა, თავისმხრივ გამოიწვევს მომარაგების ხაზების დაგრძელებას, რაც რაღათქმა უნდა პრობლემაა რუსული მოეიერიშე ძალებისთვის, რომელთანაც საჭირო მასალები დაგვიანებით ჩავა, თუმცა ხაზების გამართვის შემთხვევაში შესაძლოა, ახლა, ზუსტი დამიზნების არტილერიის მოქმედების შედეგად გაჩენილი პრობლემები, მეტწილად აღმოიფხვრას.

თავის მხრივ, აქ არის ერთი საინტერესო დეტალიც, მაგალითისთვის არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის დაგრძელებულ ლოჯისტიკურ ხაზებს იმავე პრობლემები შეექმნება, რაც ომის პირველ ფაზაში, იგივე ჩრდილოეთში ან ჩრდილო-აღმოსავლეთში შეექმენა, რადგან ამ ეტაპზე, განსხვავებით პირველი ფაზისა მიმდინარეობს მასშტაბური ფრონტალური შეტევა და ყოველი დაპყრობილი ტერიტორიის შემდეგ, საკუთარი ძალების ზურგში თავადვე ექცევა რუსული ნაწილები,შესაბამისად ადგილზე იკლებს სადაზვერვო დივერსიული მოქმედებების რაოდენობა და მასშტაბები, განსხვავებით პირველი ფაზისა, როდესაც რუსული ძალები იყენებენდნენ სწრაფი შეჭრისთვის და წინსვლისთვის მხოლოდ მაგისტრალებს, არ იღებდნენ ქალაქებს და დასახლებებს, რაც აჩენდა შანსებს მტრის ზურგში დივერსიული მოქმედებებსა, რაც უკრაინულმა ძალებმა საუცხოოდ გამოიყენს, ამავდროულად მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინის პილოტირებადი ავიაცია ვერ მუშაობს, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაგრძელებული მომარაგების ხაზების არსებითი შეზღუდვის შესაძლებლობას,

შესაბამისად, როგორც უკვე ავხსენი, რუსეთს ამ ეტაპზე შეუძლია “ჰაიმარსებით” გამოწვეული თავის ტკივილის აღმოფხვრა, მომარაგების ხაზების დაგრძელებით, (აქ ნუ გაიხარებენ რუსეთუმეები)

მაგრამ, ეს შესაძლებლობა არის მხოლოდ იქამდე, სანამ უკრაინელები იყენებენ GMLRS M31-ის ტიპის ზუსტი დამიზნების მართვად რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი, როგორც უკვე თავში აღვნიშნე მაქს. 70-84 კმ-ია,

აქედან გამომდინარე, თუ კი რუსებმა, მართლაც შეძლეს მომარაგების ხაზების დაგრძელება და რაც მთავარია, მათი ქმედითი გამართვა, მაშინ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, საჭიროა უფრო შორს მოქმედი საბრძოლო მასალა, რომელსაც იყენებს M142 Himars-ები და M270-ები,

რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს უნდა მიაწოდონ:

GMLRS-ER – 227მმ-იანი ზუსტი დამიზნების რაკეტები, მოქმედების მანძილი 150+ კმ.

MGM-140 ATACMS – ზუსტი დამიზნების ტაქტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების მანძილი, სხვადასხვა მოდიფიკაციებში (M39,M39A1,M48,M57) 300-კმ-მდე შეადგენს.

და ყველაზე შორმანძილზე მოქმედი PrSM – ზუსტი დამიზნების ტაქტიკური რაკეტა, მოქმედების მანძილი 500 კმ-ით,

მათი მიწოდება კი, გამოიწევს იმას, რომ უკრაინელები რუსულ ძალებს მიწვდებიან ოპერატიულ სიღრმეებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებს, რაც გამოიწვევს რუსული შეიარაღებული ძალების მართვის რგოლისა და შესაბამისად მომარაგების სრულ ჩამოშლას და დეორგანიზებას – ინფორმაციას World Military ავრცელებს.