“ჩვენ უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა მთავარი ეროვნული ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა, მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა, რაც ასევე დაკავშირებულია ჩვენი ევროპული პერსპექტივის რეალიზებასთან. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ მოვლენების კომენტატორებად ვიქცეთ – ჩვენ თავად უნდა შევქმნათ მოვლენები, პოლიტიკური დღის წესრიგი და არსებული პარადიგმა, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც პოლიტიკოსები ვეღარ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს უნდა შევცვალოთ.
ჩვენ დავიწყეთ აქციები, რომლებიც, მაგალითად, დღეს რამდენიმე ქალაქში იმართება. რატომ ხდება ეს ყველაფერი? „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა კრიზისი, რომელიც არჩევნების გზით გადაილახა. ჩვენ უპრეცედენტო ტიპის არჩევნები ჩავატარეთ. რატომ გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაგვეწყო შიდა ტიპის დემოკრატიის ჩამოყალიბება – ბოლო 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, დევნა, პოლიტიკურ ლიდერებზე საქმეების აღძვრა, შესაბამისად, ჩვენ პირდაპირ საგანგებო რეჟიმში მოგვიწია პარტიის გადმობარება და გადავედით პირდაპირ მოქმედებაზე, რათა პირველ რიგში დავიბრუნეთ ჩვენი საბაზისო ელექტორატი“, – აღნიშნა ფარულავამ.