ფინეთი უკრაინაში გამადაგურებლებს გზავნის

ფინეთის პრემიერმა სანა მარინმა, დღეს, კიევში ვიზიტისას მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინას მიაწოდოს F/A-18 Hornet-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, რომლებიც ამჟამად ფინეთის საჰაერო ძალების ძირითად ხერხემალს წარმოადგენენ და უკვე არსებული კონტრაქტით, 2025 წლიდან იგეგმება მათი F-35-ებით სრულად ჩანაცვლება.

სავარაუდოდ, თუ კი შედგა შეთანხმება, ფინეთი აშშ-სთან ერთად დააჩქარებს F-35-ების მიღების ტემპებს, ხოლო ფინური “ჰორნეტების” რაღაც ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება – იტყობინება “World Military “