ბოლო პერიოდებში დასავლურ პრესაში აქტიურად იწერებოდა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით ,რომ დიდი ბრიტანეთი- უკრაინა- პოლონეთი შექმნიან კოალიციას და ამ ფორმატში გააგრძელებენ თანამშრომლობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მსგავსი ტიპის კოალიციური შეთანხმებები, მეორეს მხრივ კი, ისინი მტერს უფრო თვალსაჩინოდ აჩვენებენ ,რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდით პოლონეთზე.
ამჟამად კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი აქტიურად ერთვება კონფლიქტის მიმდინარეობაში და საკმაოდ ღია პოზიციით უპირისპირდება რუსეთს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თუ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები პირდაპირ არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და დარჩებიან სირაქლემას პოზაში, რუსეთი აუცილებლად მოახდენს უკრაინასთან კონფლიქტის დაწყებას და შესაძლოა ეს ძალიან ძვირი დაუჯდეს ცივილიზებულ დასავლეთს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ბრიტანეთმა უდიდესი როლი ითამაშა პოლონეთის ჩართვაში ამ კოალიციაში, რაც თავის მხრივ სხვა ქვეყნებისთვის დიდი სიგნალი უნდა იყოს. პოლონეთის თავდაცვის სისტემა და მათი სამხედრო-ტექნიკური პროგრესი ყველასთვის თვალ-ნათელია და მსგავსი კალიბრის და როლის მქონე მოთამაშის დამატება ამ პროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად, უკრაინის პრეზიდენტს აქვს შეხვედრები ბორის ჯონსონთან,პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან და დღეს მზაობა განაცხადა ნიდერლანდების მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინასთან თანამშრომლობაზე,მსგავსი პოზიცია ჰქონდათ გუშინ დანიელებსაც. შეგახსენებთ, რომ უკრაინას ამჟამად ყველაზე აქტიურად – ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი და პოლონეთი ეხმარებიან.