ბრიტანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, იტალია, ლატვია, საბერძნეთი, ესპანეთი, მოლდოვა, შვედეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ბულგარეთი და უკრაინა – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც დღეს, 20 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 17 სხვადასხვა ქალაქში, ადამიანები ერთდროულად ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბებიან – გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
პროტესტის ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.