ქართველი გმირი უკრაინიდან ჩამოასვენეს

ქართველი სამხედრო – რატი შურღაია, რომელიც უკრაინაში გმირულად დაეცა, საქართველოში ჩამოასვენეს.

“საყვედურობდნენ ბიჭები, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერიაო და გაუძლებსო… და დამთავრდა ბოლო ასე ჩვენი. პირველად რომ დაიჭრა, ვიცი რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი ძლიერ დაჭრილი ვინც იყო, იმას არ დაუტოვებია, დანარჩენებმა დატოვეს საავადმყოფო, წამოვიდნენ ადრე – მესამე დღეს, როცა 3 კვირა უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭები სპეცოპერაციაზე მიდიანო და მე მაგათთან უნდა ვიყოო”, – თქვა რატი შურღაიას დედამ, ნინო პაპასკირმა.