“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“არა მოღალატეებს”- ამ სახელწოდებით “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. 

ისინი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ომში რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს. პარალელურად, ისინი მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მთავარი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავს. მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.