ქაცარავა: რუსული ბიდლო შემოდის საქართველოში

ჩემი მკაფიო პოზიცია რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით შემდეგია :

რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპაციას, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ღიად ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩემთვის 100%მისაღებია, მეტსაც გეტყვით, მყავს ასეთი რუსი მეგობრები და ვამაყობ მათთან მეგობრობით, Egor Kuroptev და მისი კოლეგები არიან ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისნაირი რუსები უმრავლოს ღმერთმა რუსეთსა და საქართველოს.

რაც შეეხება იმ ნაბიჭვარ ბიდლოს, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შემოედინება საქართველოში და რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მეტიც, გვემუქრება აქეთ 2008 წლის გამეორებით, ხსნის აქ ბიზნესებს და ცალ ფეხზე იკიდებს ჩვენი სახელმწიფოს კანონებს, მათ შორის და უპირველესად კანონს ოკუპაციის შესახებ, აი ასეთი რუსები არიან ჩემი მტრები, ასეთმა რუსმა, რუსეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქემ უნდა გააჯვას ამ ქვეყნიდან და ამაზე წესით უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ.

ასე რომ, ჩვენთვის მიუღებელია საქართველოში შემოსული ნებისმიერი ეროვნების და ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ვინც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ვინც არღვევს ჩვენს კანონებს.

ბატონ კობახიძეს კი ვურჩევ, რომ გაეშვას დემაგოგიას, საქართველოს მოქალაქეების ასი პროცენტით ლეგიტიმური აღშფოთების გაშავებას და ოკუპანტების ხელის დაფარებას, რაც უკვე მეასედ თუ მეათასედ ცხადჰყოფს ქართული ოცნების პრორუსულ ორიენტაციას.

რაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, ვგულისხმობ ხელისუფლების მხრიდან რუსული ინტერესების გატარებას, ეს გავრილოვის, პოზნერის და სხვა პროპაგანდონების ჩამოთრევაზე ბევრად უარესია.

დიდი ხანია ვსაუბრობთ ქოცნების პრორუსულობაზე და ვფიქრობ ძალიან ცოტა მოქალაქეა დღეს საქართველოში, ვისაც ქოცბანდმთავრობის რუსულ ორიენტაციაში ეჭვი ეპარება.

ეს მთავრობა უნდა დასრულდეს, შეიცვალოს, წავიდეს, წაშავდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამათ ხელში ჩვენი ქვეყნის 100% ანექსია არ აგვცდება. – განაცხადა ქაცარავამ.