როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო საკუთრების მიწა დაბა ბაკურიანში, საჩუქრად გადასცა საკუთარ მეუღლეს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში.
“ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” და მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარავამ, ოფიციალური წერილი მისწერა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სამსახურს, რათა დაეწყოთ მოკვლევა ამ საკითხზე, რაზეც პასუხად სუსმა მისწერა მათ, რომ ისინი არ აპირებენ გამოძიების დაწყებას და შეაფასეს, რომ აღნიშნულ ოპერაციაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.