ღარიბაშვილი: სააკაშვილი რომ იყოს, ომი გვექნებოდა თბილისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილზე მთავრობის სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრა და არ გამორჩენია მიხეილ სააკაშვილიც და თქვა,რომ დღეს სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში იყოს,ომი იქნებოდა თბილისში. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. მე დღეს მაქვს პატივი, მაგრამ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა… უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან მხოლოდ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე“ – ღარიბაშვილი