შეიხ მანსურის ხალხი უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის

უკვე რამოდენიმე დღეა, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის – რამზან კადიროვის და მისი ხალხის ვიდეოები ბრუნავს ინტერნეტ სივრცეში. ისინი რუსული აგრესიის მხარდასაჭერად არიან ჩასული უკრაინაში. ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თავად კადიროვის უკრაინაში ჩასვლას და მის მიერ ჩაწერილ ვიდეოებს.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ჩეჩნეთში მხოლოდ რამზან კადიროვის ხალხი არ ცხოვრობს. აგერ უკვე დღეს, ოფიციალურად დადასტურდა,რომ უკრაინელთა გვერდით შეიხ მანსურის ხალხი დგას და იბრძვიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ შეიხ მანსური იყო ჩრდილოკავკასილი მთიელების პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, ჩეჩნეთიდან. 1780-იანი წლებში სათავეში ედგა ჩეჩნების და მთის სხვა ხალხების ბრძოლას რუსეთის იმპერიის  წინააღმდეგ. გარდაიცვალა რუსების ტყვეობაში.სწორედ მისი ხალხია დღეს უკრაინაში და მისი სახელით ეხმარებიან მათ რუსი ორკების წინააღმდეგ საბრძოლველად.