შეკვეთილში აქცია – “თავისუფლება მიშას” მიმდინარეობს

აქცია შეკვეთილში  ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის დასრულება და მისი სამკურნალოდ გადაყვანაა.

თავისუფლებამიშას  – აქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.

 შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა სხვადასხვა რეგიონში პროტესტი მიმდინარეობს.