შვეიცარიამ-რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ახალი ზომები, უპირველეს ყოვლისა, ეხება რუსეთიდან ოქროს შეძენის, იმპორტის ან ტრანსპორტირების აკრძალვას. ასევე აკრძალულია ამ საქონელთან დაკავშირებული მომსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შვეიცარია ყინავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის ყველა აქტივს. ასევე იკრძალება სახსრების, ეკონომიკური რესურსების ან ტექნიკური მომსახურების მიწოდება.

29 ივლისს შევეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა დეპარტამენტმა (EAER) სანქციების სიას კიდევ 54 რუსეთის მოქალაქე და ცხრა ორგანიზაცია დაამატა.

“ამგვარად, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი პირებისა და ორგანიზაციების სია სრულად შეესაბამება ევროკავშირის სიას”, – დაასკვნა ფედერალურმა საბჭომ.