20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია, სახელწოდებით – “შინ ევროპისკენ”.
ამ აქციის მთავარი მიზანი იქნება, ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფება ევროპისკენ და ევროპული ოჯახისკენ.
აქციის ორგანიზატორია, სამოქალაქო მოძრაობა – “სირცხვილია”. ასევე, ამ აქციას შეუერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც.