შოთა დიღმელაშვილი: ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი, ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას ეხმაურება საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე,მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ახალი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის გვარი სტატუსის ბოლოს გამოჩნდება რომ უმნიშვნელოა, დღეს პირველად წარდგა მედიის წინაშე და პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა – უნდა იყოს თუ არა კოვიდპასპორტი უვადო?

ამ კითხვაზე პასუხი ან უპასუხობა მრავლისმეტყველია, რადგან წარმოაჩენს ჩვენი საჯარო სექტორის პასუხისმგებლობას პანდემიასთან მიმართებაში: რა არის უფრო პრიორიტეტული – ადამიანების სიცოცხლე თუ მმართველი პარტიისადმი რუდუნება?

ცხადზე უცხადესია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცრურწმენის გარდა მწვანე პასპორტების უვადობა იმდენად არაფრითაა გამყარებული, ჩვენმა “მუშკეტერებმაც” კი გაბედეს მისი კრიტიკა.

კითხვაზე – ეპიდემიოლოგებს ეთანხმება თუ პრემიერს – მინისტრმა უპასუხა, რომ ომიკრონი ადამიანებს ადვილად გადააქვს და მოიშველია სტატისტიკა – დელტა შტამით შემთხვევების 20% ხვდება ჰოსპიტალში, ომიკრონით 4%-იო.

ჯერ ერთი, ეს პასუხი რა შუაშია დასმულ კითხვასთან. ჰოსპიტალიზაციის დაბალი წილი მწვანე პასპორტის ამ უაზრო ფუნქციას როგორ ამართლებს? (შეგახსენებთ ტიკარაძისეულ ვერსიას: “საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე არ არის და განსაკუთრებულები ვართ უვადო პასპორტითაც!”)

და მეორე, თუნდაც ეს პასუხი კითხვასთან რამე შუაში იყოს, რა გამოდის? ახალი მინისტრი ისეთი სულელია, რომ ვერ ხვდება, საზამთროს ოთხი პროცენტი მოცულობით უფრო მეტია, ვიდრე კაკლის 20%?

პროგნოზირებული 60,000 შემთხვევის 4% ორნახევარჯერ მეტ ჰოსპიტალიზაციას უდრის, ვიდრე 5,000-ის 20%

ამდენი არითმეტიკა ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა, ბუნებრივია, იცის, უბრალოდ მისთვის რიცხვებზე მნიშვნელოვანი (და ნუ გვავიწყდება, ეს რიცხვები ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია) ღარიბაშვილთან პადხალიმაჟია. ეს ბოლო აბზაცი წაიკითხეთ მეორედაც. ხვდებით, ხო, სად ვართ?

ამ სტატუსს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ როცა თავს დატეხილი უბედურების მიზეზს მოვიკითხავთ, “მემორიმ” პირდაპირ ამოაგდოს პასუხი.”