შოლცი, მაკრონი და დუდა ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დასრულდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც ევროპის სამი უმძლავრესი ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ და ცხადია სასაუბრო თემა უკრაინა და სავარაუდო კონფლიქტის ესკალაცია იყო.

კრიტიკულად მნიშვნოვანია გერმანიის და საფრანგეთის აქტიურობა, რადგან ეს ორი სახელმწიფო ყოველთვის გამოირჩეოდა რბილი საგარეო პოლიტიკით განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, თუმცა დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს. პოლონეთი, რომელიც დუდას მეთაურობით საკმაოდ ძლიერი მილიტარისტული სახელმწიფო გახდა, გერმანია – რომელსაც “SWIFT” – ის გათიშვით შეუძლია რუსეთს უდიდესი დარტყმა მიაყენოს და საფრანგეთი-რომლის როგორც სამხედრო,ასევე დიპლომატიური რესურსები ძალიან დიდია.

ანჯეი დუდას გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, ღიად უკრაინული და მხარდასაჭერი,რასაც მოჰყვა მაკრონის შეხვედრა 2 დღის წინ პუტინთან, გუშინ კი ზელენსკისთან. რაც შეეხება შოლცს, იგი ამ პოზიციაზე მოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო ევროპის დღისწესრიგში. სამივე ლიდერი მიიჩნევს რომ ევროპამ არ უნდა დაუშვას ომის დაწყება,ეს ყველაზე საზიანო იქნება ყველა ქვეყნისთვის.

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლიდერები რუსეთს უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ. „ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე საფასური ექნება.”