ჩავუშოღლუ: შეასრულონ ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დავბლოკავთ

როგორც მოგეხსენებათ, ნატოს გაფართოებას ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი, ამ მხრივ ყველას პოზიცია არის მნიშვნელოვანი. თურქეთი საკუთარ ხმას დიდ ფასს ადებს და მაქსიმალურად ცდილობს დიდი მოგება ნახოს ამა თუ იმ გადადგმულ ნაბიჯებში.

მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავბლოკავთ მათ წინადადებას NATO-ში გაწევრიანებაზე”, – თქვა მან.

ჩავუშოღლუ ასევე ამტკიცებს, რომ “შვედეთსა და ფინეთში ტერორიზმის პროპაგანდა გრძელდება”.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. მათს სურვილს თურქეთი ეწეინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციას მხარს უჭერდნენ. ანკარა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ივნისში დათანხმდა, თუმცა ორ ქვეყანას პირობები წაუყენა.